
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამნაღმელთა საერთაშორისო ცენტრის დანაყოფები არცახში გაემგზავრნენ განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალების სატრანსპორტო An-124, IL-76 და Tu-154 თვითმფრინავებმა არცახში გდაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამნაღმელთა საერთაშორისო ცენტრის დანაყოფები მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროპორტიდან.
აღნიშნულია, რომ ერევნის აეროპორტში ჩავიდა 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 13 ერთეული სამხედრო და სპეცტექნიკა, მათ შორის რობოტების კომპლექსი “ურანი -6”, ჯავშანტრანსპორტიორები და ჯავშანტექნიკა.
ეკიპაჟი გაივლის ერევან-გორის-სტეპანაკერტის მარშრუტს და დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე დაიწყებს მუშაობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებში საინჟინრო პრობლემების მოგვარებაზე, ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურებასა და გაუვნებლობაზე.