განსაკუთრებული მადლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს: არაიკ ჰარუთიუნიანი
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში არაიკ ჰარუთინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს იმ წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის არცახში მშვიდობის დამკვიდრების, ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და სიწმინდეების დაცვის საქმეში.
„მაღალ დონეზე ვაფასებ სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევას, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო არცახელი ხალხის თანაგრძნობისათვის, ჰუმანიტარული დახმარებისა და არცახის აღდგენასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობისთვის”, – წერს ჰარუთიუნიანი.
მან აღნიშნა, რომ იქმნება ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორის ცენტრში იქმნება ხუთი დამატებითი ცენტრი მთიანი ყარაბაღის ყველა ჰუმანიტარული საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მიზნით.
რუსი სამხედროები ორგანიზებას უკეთებენ იმ მოქალაქეების არცახში დაბრუნებას და მათი ტვირთის გადმოტანას, რომლებიც ომის დროს ევაკუირებულნი იქნენ.
„ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და სიწმინდეების დაცვის მიმაღთულებით პირადი აქტიური ძალისხმევისთვის, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა კულტურების თავისთავადობის შენარჩუნებისთვის“, – აღნიშნა არცახის პრეზიდენტმა.