მთავარიპოლიტიკა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაჯგუფება მთიან ყარაბაღში

75 სპეციალისტით გაიზრდება. ინფორმაცია ,,რია ნოვოსტის“ მიაწოდა  რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ.

”პერსონალისა და აღჭურვილობის შემოწმება ჩატარდა ნოგინსკის სამაშველო ცენტრში. ისინი მზად არიან შეუერთდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფს, რომელიც უკვე მთიან ყარაბაღში იმყოფება. ამ დროისთვის 75 სპეციალისტი და 13 ერთეული მაღალი გამტარუნარიანობის ტექნიკა მზად არის ნოგინსკის სამაშველო ცენტრიდან გასასვლელად. დამატებითი ძალების და რესურსების შევსება ხდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ ჯგუფში შედიან ნოგინსკის, ურალის, ტულას, დონის, ნევსკისა და ვოლგის სამაშველო ცენტრების სპეციალისტები, “ლიდერის” რაზმი და რუზკის კონტროლის ცენტრი, ცენტრალური ოფისის სპეციალისტები და უწყებრივი ფსიქოლოგები. ისინი უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან ყარაბაღში.

ნახეთ მეტი
Back to top button