
რუსეთის საჰაერო ძალების IL-76 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მისიის ზონაში შეიყვანეს სამხედრო ინჟინრები, მოწყობილობები და ტექნიკა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
აღნიშნულია, რომ თვითმფრინავმა “ზვართნოცის” აეროპორტში სამხედრო ინჟინრები, ბულდოზერი და მაღალი გამავლობის მანქანა ჩამოიტანა.
”რუსეთის შეიარაღებული ძალები საინჟინრო აღჭურვილობას გამოიყენებენ დასახლებული პუნქტების გზების, ინფრასტრუქტურისა და დასახლებების გასასუფთავებლად, ასევე სამშვიდობო საგუშაგოების აღჭურვისთვის. რუსი სამშვიდობოები მაქსიმალურად ეხმარებიან ადგილობრივ ხელისუფლებას მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენის საქმეში”, – აღინიშნება განცხადებაში.
რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ აუცილებელი საკვები პროდუქტების უსაფრთხო გადატანას შორეულ ადგილებში. საინჟინრო ქვედანდაყოფები ხელს უწყობენ ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს აღდგენას სოციალურ ობიექტებში და საცხოვრებელ სახლებში.