მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით: ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ფრანგული სატელევიზიო არხის Al-Se- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მხრივ.

”ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აიღეს ვალდებულება დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება  მთიან ყარაბაღში. როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, საფრანგეთმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა  ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით” – თქვა მან.

მისი თქმით, სომხეთს სურს, რომ საფრანგეთმა გააგრძელოს პასუხისმგებლობა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე.

”როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლის შენარჩუნების მნიშვნელობას. ეს ხელს არ უშლის საფრანგეთს დახმარება აღმოუჩინოს სომხეთს.  ამჯამად სომხეთში ჩავიდა თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით.   მომავალ კვირას იქ გაემგზავრება კიდევ ერთი თვითმფრინავი”, – თქვა მინისტრმა.

ინტერვიუს დროს მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა  სომხეთ-საფრანგეთის მეგობრობას.

ნახეთ მეტი
Back to top button