პოლიტიკა

ბაიდენი გააძლიერებს NATO-ს და ის საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს – აშშ-ის სავარაუდო სახელმწიფო მდივანი

,,მთვარი არხი” წერს, რომ ამერიკელი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი იქნება.

ბლინკენმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 25 სექტემბერს CBC NEWS-სთან მიცემულ ინტერვიუში ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კურსზე ისაუბრა და მასში საქართველოც ახსენა. 

“ბაიდენი ხელს შეუშლის პუტინის აგრესიას. ამასთან, გააძლიერებს NATO-ს, რათა ის გაუმკლავდეს გამოწვევებს კიბერსივრცეში, საგარეო საკითხებში და დაეხმაროს ძლიერი უსაფრთხოების უზრუნველყოფით ისეთ ქვეყნებს, როგორებიც საქართველო, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებია”, – ამბობს ენტონი ბლინკენი.

ცნობილია, რომ 58 წლის ბლინკენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი მისი სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შესახებ ოფიციალურად 24 ნოემბერს გამოაცხადებს.

ნახეთ მეტი
Back to top button