
გაეროს ექსპერტები მზად არიან რუსეთთან იმუშაონ მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის შესაფასებლად. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან დუჯარიკმა, იუწყება TASS.
”რუსეთის ფედერაციის თხოვნის საპასუხოდ, რომელშიც აღწერილია რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების რუსეთის უწყებათაშორისი ცენტრის როლი და ფორმები, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი და გაეროს სხვა სააგენტოები მზად არიან ითანამშრომლონ და განიხილონ ერთობლივი ქმედებები მთიან ყარაბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეგიონში ჰუმანიტარული საჭიროებების შეძლებისდაგვარად სწრაფად სრულად გასააზრებლად, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება” ,- აღნიშნა მან.