ეკონომიკამთავარი

პრემიერ- მინისტრმა დაავალა სწრაფი ტემპით განახორციელონ სამხედრო-სამრეწველო განვითარება

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მაღალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის ჰაკობ არშაკიანის თანხლებით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სამეცნიერო-საწარმოში „გარნი ლერ“ და ახლად შექმნილ სამხერო-სამრეწველო ქარხანაში „არსენალი“. 

ვიზიტისას   პრემიერ მინისტრი გაეცნო ქარხნის  სწარმოო და პროფესიულ  პოტენციალს, პროდუქციის  სახეობებსა და განვითარების შესაძლებლობებს.

პრემიერ მინისტრს წარუდგინეს ქარხნის მიერ წარმოებული არტილერია, ჭურვები და ქობინი.  

ახალი ნიმუშებიდან გამოიკვეთა ავტომატური, დისტანციური მართვის, დიდი კალიბრის შაშხანის სისტემები, რომლებიც აღჭურვილია  ღამისა და  დღის სამიზნეებით.

ქარხანა მალე მიიღებს ახალ ინვესტიციებს, გააფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააფართოებს ექსპორტის შესაძლებლობებს.

პრემიერ მინისტრმა ილაპარაკა  სამხედრო ინდუსტრიის უწყვეტ განვითარებაზე.   დაავალა განაგრძონ წარმოება სწრაფი ტემპით.

ნახეთ მეტი
Back to top button