მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სომეხი მოსახლეობისთვის ნერგავს დახმარების სისტემას

საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სომხური მოსახლეობისთვის ნერგავს დახმარების სტრუქტურულ სისტემას. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთში საფრანგეთის საელჩოდან.

”რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნით, საფრანგეთი ერთობლივი ძალისხმევით ეხმარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულ სომხურ მოსახლეობას. ევროპის და საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული სიტუაციების და მხარდაჭერის ცენტრის მხრივ ნახელმძღვანელები კომიტეტის წრეებში კოორდინირებული ეს ღონისძიება ახდენს  სახელმწიფოს, სომხეთთან მოთანამშრომლე სოლიდარობის ასოციაციების, «Coordination Sud»-ის წრეებში გაერთიანებული ჰუმანიტარულ ორგანიზაციების, ბიზნეს ფონდებისა და საავადმყოფოების მობილიზებას. იგი დაფუძნებულია სამ ძირითად საკითხზე.

1) ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებული პირველი საგანგებო მოქმედებების შემდეგ, რომელიც მოიცავდა ქირურგებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნას სომხეთში, ხდება მრავალი ჰუმანიტარული ფრენის ორგანიზება. ევროპის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იჯარით აღებული პირველი სატვირთო რეისი ერევანში ჩამოვიდა კვირა შუადღეს. მას ერევანში ჩამოაქვს საფრანგეთის მთავრობის მიერ ნაკისრი საშუალებები: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკა, კერძოდ, მობილური სამედიცინო პუნქტი, რომელიც იძლევა 500-მდე ადამიანის მომსახურების საშუალებას, აგრეთვე პლედები და ჰიგიენის საშუალებების ნაკრებები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულებს დაურიგდებათ.

მეორე თვითმფრინავი დაგეგმილია 27 ნოემბერს და მისი ტვირთი გააერთიანებს სახელმწიფო რესურსებს, სოლიდარობის ასოციაციების შემოწირულობებს, რომლებიც თანამშრომლობენ სომხეთთან, კერძოდ, აზნაურის ფონდის, სომხეთის საერთო საქველმოქმედო  კავშირის მიერ შეკრებილ შემოწირულობებს, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და ბიზნესის ფონდების მიერ გაცემულ ჰუმანიტარულ ტვირთს.

2) ოქტომბრიდან თანმიმდევრული სამედიცინო მისიების შემდეგ, მეორე მთვარი ყურადღება გამახვილებულია ორი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ უკანასკნელის გაადვილებას ხელს შეუწყობს ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა. საფრანგეთში უკვე მობილიზებულია პარიზისა და მარსელის საავადმყოფოები და ლიონის ჰოსპიტალი.

3) მესამე მთავარი საკითხი მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ორგანიზაციების ან გაეროს სააგენტოების მიერ სომხეთში განხორციელებული პროგრამების მხარდაჭერას. საფრანგეთი პირდაპირ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ამ ადგილობრივ ინსტიტუტებს.

დაბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა ნაწილი უკვე აქტიურად უჭერს მხარს სომხეთში განხორციელებულ პროექტებს, მოწვეულნი არიან ამ სისტემის სამ საყრდენში მონაწილეობის მისაღებად.

ეს ჰუმანიტარული დახმარების სისტემა რეაგირებს საგანგებო ვითარებას, რომელიც გამოწვეულია მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელი კონფლიქტით.

”საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, სრულად არის მობილიზებული რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ამ კონფლიქტის ხანგრძლივი გადაწყვეტის მოსაძებნად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button