საქართველოში კორონავირუსის 3128 ახალი შემთხვევა დადასტურდა

,,News.on.ge” წერს, რომ 24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა —39.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავა ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისი — 1 504;
- აჭარა — 576;
- იმერეთი — 212;
- ქვემო ქართლი — 129;
- შიდა ქართლი — 101;
- გურია — 87;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 189;
- კახეთი — 116;
- მცხეთა-მთიანეთი — 105;
- სამცხე-ჯავახეთი — 97;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 12.
სიჭინავს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:
- თბილისში — 2 734;
- აჭარაში — 1 036;
- იმერეთში — 1 239.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში — 457; აჭარაში — 154; იმერეთ;— 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში — 203; აჭარაში — 108; იმერეთში — 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 — თბილისში; 2 013 — აჭარაში; 262 — იმერეთში.
8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 435; აჭარაში — 1 077; ხოლო იმერეთში — 33.
სულ 6 ოქტომბრიდან-23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 17 652 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 16 938 პირი; აჭარაში — 14 779; იმერეთში — 5 243.