,,არმენპრესი“ წერს, რომ ”ლავროვისა და შოიგუს ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში იყო პასუხი თურქეთის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების ვიზიტზე აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის დამყარების უშუალოდ შემდეგ.
ვიზიტის მთავარი შედეგი იყო ის, რომ რუსეთმა აჩვენა თავისი დომინანტი როლი რეგიონში. რუსეთმა ღიად თქვა, რომ თურქეთს არ შეეძლო თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების განვითარება არცახში ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ამას არ დაუშვებს და ნამდვილად დაიცავს არცახის ხალხის ინტერესებს. ამ გზით რუსეთი პასუხობს თურქეთის მიერ ამ დღეებში გადადგმულ ნაბიჯებს”.