აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან არის ზეწოლა საფრანგეთის სენატში განიხილონ რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის შესახებ

პარტია „სომეხ რევოლუციონერ დაშნაკთა“ ბიუროს წევრი, საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე მურად ფაფაზიანი Sputnik Armenia-სტან ინტერვიუში შეეხო 25 ნოემბერს საფრანგეთის სენატში განსახილველი რეზოლუციის პროექტს მთიანი ყარაბაღის შესახებ.
მურად ფაფაზიანის თქმით, ფრანგულ-სომხური საზოგადოება მუშაობს ცალკეულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ რაიონებში, გავლენიან ადამიანებთან, რათა საფრანგეთის მთავრობას მოუწოდოს აღიაროს არცახის დამოუკიდებლობა. მისივე თქმით, პარიზმა და პარიზის რეგიონმა, მარსელმა და მარსელის რეგიონმა უკვე ხმა მისცეს, სხვა ადმინისტრაციულმა ერთეულებმაც გამოხატეს თავიანთი პოზიცია, ხოლო 25 ნოემბერს საფრანგეთის სენატი განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეეხება მთიანი ყარაბაღის აღიარების აუცილებლობას.
”ხელშეკრულება ძალაშია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წარმატება დარეგისტრირდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებაში არაფერია ნახსენები არცახის მომავალი სტატუსის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არცახი ჯერ კიდევ არსებობს, არსებობს მთავრობა, პარლამენტი, ლტოლვილები ბრუნდებიან თავიანთ სახლებში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვახერხოთ არცახის საერთაშორისო აღიარების ორგანიზება,” – თქვა ფაფაზიანმა.
მისი თქმით, დიდი წნეხია არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის მხრიდანაც, მაგრამ საფრანგეთის სომხური საზოგადოება მუშაობს მათ წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკურ, ასევე დიპლომატიურ სფეროში, ისე, რომ საფრანგეთი მტკიცედ იმოქმედებს არცახის დამოუკიდებლობის აღიარების იდეასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში უსაფრთხოების პრობლემასაც გადაჭრის.