სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სტივენ ბიგონთან. როგორც გადმოსცემს “არმენპრესი” სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიგონმა მიულოცა არა აივაზიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
მხარეებმა განიხილეს აშშ-ს ჰუმანიტარული დახმარება და ის ძალისხმევები, რომლებიც მიმართულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.