მთავარიპოლიტიკა

პუტინმა და ერდოღანმა კვლავ ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმების მიმდინარე პროცესებზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. საუბარი  თურქეთის იციატივით გაიმართა.  ინფორმაციას კრემლის ვებ-გვერდი ავრცელებს.

პრეზიდენტებმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის შესახებ სამმხრივ განცხადებაში მითითებული შეთანხმებების შესრულებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერს აცნობა რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ლტოლვილთა დაბრუნების, ინფრასტრუქტურის აღდგენასა და კულტურული ძეგლების შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის პრიორიტეტს.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მუშაობისა და ყველა საომარი მოქმედებების კონტროლის  ცენტრის შექმნის შესახებ. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა გადაწყვეტილებების თანმიმდევრული და სრულყოფილი განხორციელების აუცილებლობას, რაც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფას.

ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, სადაც ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა. პუტინმა და ერდორანმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა იტანამშრომლონ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.პრიორიტეტად  იქნა  განსაზღვრული ვაქცინების შემუშავება, წარმოება და გამოყენება.

ნახეთ მეტი
Back to top button