მთავარიპოლიტიკა

პუტინმა ფაშინიანთან და ალიევთან განიხილა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ მინისტრ- ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად განიხილა რუსი სამშვიდობოების მუშაობა მთიან ყარაბაღში და მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები. ინფორმაციას ავრცელებს კრემლის პრესსამსახური.

”განიხილეს რუსი სამშვიდობოების მუშაობის წესები მთიან ყარაბაღში და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისკენ. ასევე შეეხნენ რეგიონში ეკონომიკური ურთიერთქმედების და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button