პოლიტიკა

ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსება, სავარაუდოდ, ხუთი წლით არ შემოიფარგლება: ფაშინიანი

ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსება, სავარაუდოდ, არ შემოიფარგლება ხუთი წლით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა TASS- თან ინტერვიუში განაცხადა.

”მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა შევძლოთ რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიების შექმნა. მაგრამ რადგანაც  კონფლიქტის მოგვარება ჭიანურდება,  ვფიქრობ, რომ რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში დარჩენა ხუთი წლით არ შემოიფარგლება”, – თქვა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ხუთი წლის ვადა არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ითვალისწინებს ყარაბაღში სამშვიდობოების ყოფნის ავტომატური გაგრძელების  შესაძლებლობას.

”ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის მთავარი საკითხი არის მთიანი ყარაბაღის და საერთოდ  რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა, მთიანი ყარაბაღის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ რუსი სამშვიდობოები წარმატებებს მიაღწევენ და შეძლებენ ამ მისიის განხორციელებას”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button