მთავარიპოლიტიკა

,,წითელი ჯვრის“ თანამშრომლები ეწვივნენ აზერბაიჯანში მყოფ ტყვედ აყვანილ სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს

,,Armradio.am” წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების და ,,წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების შუამავლობით, მიმდინარეობს უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნისა და მსხვერპლთა ცხედრების გამოტანის სამუშაოები.

მხარეებთან შეთანხმებული სამძებრო სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება და მოიცავს არცახის ყველა სასაზღვრო მიმართულებას.

სომხეთის ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ტყვეთა დაბრუნება და დაღუპულთა ცხედრების გაცვლა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს კომპლექსური ძალისხმევა, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვრის თანამშრომლები ეწვივნენ აზერბაიჯანში ტყვეობაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button