მთავარიპოლიტიკა

ბელგიის პარლამენტი განიხილავს არცახთან დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ ბელგიის პარლამენტი განიხილავს არცახთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხს. დეპუტატ პიტერ დე როვერის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი წარმომადგენელთა პალატას (ბელგიის პარლამენტის ქვედა პალატა) წარედგინა 18 ნოემბერს და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილება 30 ნოემბერს.

პროექტი ბელგიის მთავრობას მოუწოდებს დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან (პროექტის ტექსტში მოხსენიებულია როგორც არცახის რესპუბლიკა), ასევე გამოხატოს კეთილი ნება ამ რესპუბლიკის ლიდერების მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად.

პროექტი მოუწოდებს ბელგიის მთავრობას, არცახის ხელმძღვანელობის მხრიდან პოზიტიური პოზიციის შემთხვევაში, დაიწყოს მოლაპარაკებები ბელგიაში არცახის დიპლომატიური მისიის შექმნის შესახებ. მას უნდა ჰქონდეს დიპლომატიური სტატუსი, რომელიც შედარებულია სხვა არაღიარებული სახელმწიფოების წარმომადგენლობებთან.

მანამდე ბელგიელმა პარლამენტარებმა უკვე შეადგინეს კიდევ ორი ​​რეზოლუცია არცახის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button