პოლიტიკა

გერმანიის აზრით, რა არის პრიორიტეტული ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში

ყარაბაღის პრობლემის გადაჭრისას პრიორიტეტულია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ყველა საჭიროების მქონე პირისთვის.  „რია ნოვოსტის“ ცნობით, ასეთი აზრი გამოთქვა გერმანიის ფედერალური მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში ბერბელ კოფლერმა.

”მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ექვსი კვირის სასტიკი ბრძოლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამყარდა და ყველა მონაწილეს მოვუწოდებ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი. ახლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ყველას, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია – თქვა მან.

კოფლერმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული მუშაობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კომიტეტს და ამ დროისთვის ორი მილიონი ევრო გამოყო.

ნახეთ მეტი
Back to top button