მთავარიპოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრს სატელეფონო საუბრები ჰქონდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან

25 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა სატელეფონო საუბრები გამართა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან იგორ პოპოვთან (რუსეთი), სტეფან ვისკონტისთან (საფრანგეთი) და ენდრიუ ჩაფერთან (აშშ). ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრმა აივაზიანმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის და არცახში სამშვიდობოების განთავსების მნიშვნელობას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს არცახელი სომხების ინტერესების დაცვაზე არცახის ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში და მათი უფლებების აღდგენაზე, ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნეს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის აუცილებლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის, როგორც  შუამავლობის საერთაშორისო მანდატის მქონე ერთადერთი ორგანოს  უწყვეტობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსა და თანათავმჯდომარეების მომავალ გრაფიკზე.

ნახეთ მეტი
Back to top button