საზოგადოება

სომხეთს გაზაფხულის შუა რიცხვებიდან ექნება Covid-19-ის ვაქცინა

,,Armradio.am” წერს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის მდგომარეობა წარადგინა და თქვა, რომ საავადმყოფო ფონდის დატვირთვა ასატანია.

”გუშინდელი დღიდან, ჩვენ არ გვყავს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები, რომლების განთავსებაც არ შეგვიძლია, ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გაგრძელდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

თოროსიანმა აღნიშნა, რომ მათ უკვე წინასწარ გადაიხადეს ვაქცინის მისაღებად.

”ჩვენ წინასწარ შეუკვეთეთ ჩვენი მოსახლეობის ათი პროცენტის ოდენობით, რომელიც 300,000 მოსახლეზეა გათვლილი, მიწოდების ვადა მერყეობს გაზაფხულის შუა რიცხვებზე”, – აღნიშნა თოროსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button