მთავარისაზოგადოება

26 ნოემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

,,News.on.ge” წერს, რომ 26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 39 ადამიანი. 3 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების დღიდან სულ ქვეყანაში 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ახალი ინფიცირების შემთხვევები რეგიონებში ასე ნაწილდება: თბილისი — 1 293; აჭარა — 475, იმერეთი — 793, ქვემო ქართლი — 270, შიდა ქართლი — 232, გურია — 80, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 371, კახეთი — 129, მცხეთა-მთიანეთი — 70, სამცხე-ჯავახეთი — 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 26.

3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 037ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button