მთავარიპოლიტიკა

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველს აქვს ინფორმაცია ათობით სამხედრო ტყვესა და სამოქალაქო მძევლებზე

ადამიანის უფლებათა დამცველის მიერ ღია წყაროების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აზერბაიჯანში 30-მდე სომეხი სამხედრო ტყვეა პატიმრობაში. ადამიანის უფლებათა დამცველმა ასევე განაცხადა, რომ არიან დაკარგული მოქალაქეებიც, რომელთა შესახებაც ისინი მონაცემებს აგროვებენ. ამის შესახებ არცახის  ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა 27 ნოემბრის ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

„ჩვენ შევძელით  30-მდე სამხედრო ტყვეს მონაცემების გარკვევა ღია წყაროების, სოციალურ პლატფორმებზე გავრცელებული ვიდეოებისა და ფოტოების საშუალებით. ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შესძლო მათი სიცოცხლის გადარჩენა. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომელთა შესახებ მონაცემებსაც ვაგროვებთ. ისინი იმყოფებოდნენ მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელიც გადავიდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. მოქალაქეები იმყოფებოდნენ საკუთარ სახლებში. ამჟამად ჩვენ გვყავს დაახლოებით 30 დაკარგული მოქალაქე. მათ შორის დადასტურებულია 11-ის  გარდაცვალება, რომელთაგან 7-ის ცხედარი ომის შემდეგ დააბრუნეს ან მაშველებმა  აღმოაჩინეს. დაბრუნებული ცხედრებიდან  თითქმის ყველას  სხეული დასახიჩრებულია, თავიც  კი აქვთ მოკვეთილი. დასახიჩრებისას ზოგიერთი მათგანი ცოცხალიც კი ყოფილა, დანარჩენები კი დაუსახიჩრებიათ უკვე გარდაცვალების შემდეგ“, – თქვა ბეგლარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button