პოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: დავუბრუნდეთ რაციონალური მოლაპარაკებების ველს

”სენატის ამ გადაწყვეტილებით, საფრანგეთმა, ოფიციალური დიპლომატიური მხარის გარეშე, განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ-თურქული ამბიციების შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება არცახის რესპუბლიკის აღიარების პროცესი. ომის პროვოცირებით და კონფლიქტში თურქული ფაქტორის უშუალო მონაწილეობით, აშკარა გახდა, რომ ერთი ქვეყნის მიერ არცახის  რესპუბლიკის აღიარებამაც კი შეიძლება აღიარების მთელი ჯაჭვი მოიტანოს. თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების საქციელმა მსოფლიო რუკაზე მრავალი მტრული სახელმწიფო გამოავლინა.  ამიტომ, საფრანგეთმა თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის გასაგებ ენაზე ითქვა, რომ საკითხს არ უნდა გადმოვხედოთ უპილოტოების ობიექტივებიდან  და დავუბრუნდეთ რაციონალური მოლაპარაკებების მაგიდას არცახის სტატუსის რეალური თვალთახედვით განხილვის მიზნით”, –  ამის შესახებ წერს გაზეთი „სომხეთის რესპუბლკა“.

ნახეთ მეტი
Back to top button