
ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ნათელი სომხეთის” ხელმძღვანელმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ედმონ მარუქიანმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანში დაგეგმილ აღლუმზე ილაპარაკა.
მარუქიანის თქმით, აღლუმის დროს აზერბაიჯანი გეგმავს მსვლელობისას უჩვენოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამორთმეული სამხედრო ტექნიკა და სომეხი ტყვეები.
”ეს აიკრძალა ჟენევის კონვენციებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, მათ მიმართეს გაეროს გენერალურ მდივანს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. მათ, თავის მხრივ, აზერბაიჯანს თხოვნით მიმართეს, რომ ეს არ მოხდეს”, – თქვა მარუქიანმა და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი არ გამოიყენებს სომეხ ტყვეებს საკუთარი მიზნებისთვის.
პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით, მარუქიანმა ასევე მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როგორც სამმხრივი დეკლარაციის პირობების შესრულების გარანტს, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები პრიორიტეტული დღის წესრიგში პატიმართა გაცვლის საკითხის გადასაჭრელად.