
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა წერილი გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აზერბაიჯანის მხარეზე მყოფი ტყვეთა და მძევლების დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას იუწყება სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
კერძოდ, პრეზიდენტ სარგსიანის წერილში ნათქვამია, რომ სომხური საზოგადოება და დიასპორა ძლიერ შეშფოთებულია ტყვეობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობით.
”რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობა დიდი დახმარება იქნება აზერბაიჯანის მხრივ ჩვენი ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე დაღუპულთა ცხედრების დაბრუნების უკიდურესად მგრძნობიარე საკითხის მოგვარებაში”, – ნათქვამია არმენ სარგსიანის წერილში.
აღსანიშნავია, რომ პარტია ,,ნათელი სომხეთი“-ს ლიდერმა, დეპუტატმა ედმონ მარუქიანმაც მიმართა რუსეთის პრეზიდენტს წერილით ტყვეთა საკითხებით. გუშინ, საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, სომეხმა კულტურის მოღვაწეებმა წერილი გადასცეს სომხეთში რუსეთის ელჩს სერგეი კოპირკინს იმავე საკითხის მოგვარების თხოვნით.