მთავარიპოლიტიკა

პუტინი პირადადაა დაკავებული აზერბაიჯანში მყოფი ასობით ტყვეების საკითხით. არა აბრაჰამიანი

რუსეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე არა აბრაჰამიანი აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხით შეხვდა პრეზიდენტის თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში,  იური უშაკოვს. ამის შესახებ რუსეთის სომეხთა კავშირის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მოგვითხრობს არა აბრაჰამიანი.

”ჩვენ წერილით მივმართეთ რუსეთის პრეზიდენტს, სადაც გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს აზერბაიჯანი თავის ვალდებულებას, სამხედრო ტყვეებსა და სხვა დაპატიმრებულებთან დაკავშირებით სამმხრივი განცხადების შესრულებაზე”, – აღნიშნა არა აბრაჰამიანმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადადაა დაკავებული ამ საკითხით. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, სომხური მხარისთვის ერთადერთი რჩება საკითხის ყურადღების ცენტრში შენარჩუნება, პროცესის კონტროლი და რეგულარულად დაინტერესება სიახლით.

 ”გუშინ ვილაპარაკე, დღეს ისევ დავურეკე, ვუთხარი, ერთი დღე გავიდა, რა მოხდა? ჩვენ უნდა ვიყოთ დაჟინებული და თანმიმდევრულები, ამ პრობლემის გადასაჭრელად”, – თქვა აბრაჰამიანმა.

რუსეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი სომეხი ტყვეების რიცხვი ასამდე აღწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ორი დღეა ერევანი აპროტესტებს სომეხი ინტელიგენციის ინიციატივით ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პრობლემების სწრაფად მოგვარებას.

დღეს ინტელექტუალები სომხეთში რუსეთის საელჩოსკენ გაემართნენ და სომხეთში რუსეთის ელჩს სერგეი კოპირკინს გადასცეს წერილი  ტყვეების დაბრუნების, მსხვერპლთა ცხედრების ჩაბარების და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნაში ჩარევის თხოვნის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button