პოლიტიკა

ირანმა გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს მთიანი ყარაბაღის აღდგენაში: ესაკ ჯაჰანგირი

ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესაკ ჯაჰანგირიმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) მთავრობის მეთაურების საბჭოს ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ მთიანი ყარაბაღის ომში განადგურებული რეგიონების აღდგენაში. ინფორმაციას RIA Novosti ავრცელებს.

„ირანი აცხადებს, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ომში განადგურებული რეგიონების აღდგენაში, თავისი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტრანზიტის სფეროში”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button