
სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრთან მიხეილ მიშუსტინთან. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.
როგორც ბატონმა მიშუსტინმა აღნიშნა, ეპიდემიური ვითარების გამო, მან მიმართა ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას, 4 დეკემბერს ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდეს დისტანციურად.
აღნიშნულია, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-რუსეთის მოკავშირე ურთიერთობების დღის წესრიგთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.