პოლიტიკა

ნატო აცხადებს რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მთიან ყარაბაღსა და ბელორუსში კრიზისის გამო

1-2 დეკემბერს ვიდეო კონფერენციის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის დროს  ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ მსოფლიოში რუსეთის სამხედრო ყოფნის განმტკიცებას, მათ შორის მთიან ყარაბაღსა და ბელორუსში განვითარებული მოვლენების ფონზე,  ტასს-ის ცნობით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

”მინისტრები განიხილავენ იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდის საპასუხოდ. რუსეთი ახდენს ბირთვული არსენალისა და რაკეტების  განახლებას,  ახალ ძალებს ათავსებს  უკიდურესი  ჩრდილოეთიდან ლიბიასა და სირიამდე. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის სამხედრო ყოფნის ზრდას მთიანი ყარაბაღისა და ბელორუსის კრიზისების შედეგად,” – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button