მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა სომხეთსა და არცახს

6-9 დეკემბერს საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა სომხეთსა და არცახს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პირველმა მდივანმა ოლივიე ფორმა ონლაინ ბრიფინგის დროს.

 ”ჩვენ გვსურს განვიხილოთ მთიანი ყარაბაღის სიტუაცია. ჩვენ ვგეგმავთ იქ წასვლას მომავალ კვირას”, – აღნიშნა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შევლენ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ჟან მარკ ჟერმენი და ალფორვილის დეპუტატი იზაბელ სანტიაგო. ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები სომხეთისა და არცახის ლიდერებთან. ფრანგ დეპუტატებს ასევე სურთ შეაფასონ ჰუმანიტარული ვითარება არცახში, აგრეთვე გაეცნონ დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ნახეთ მეტი
Back to top button