მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მიიღო რფ ელჩი: საუბარი შეეხო რფ-ს როლს მშვიდობის დამკვიდრების საქმეში

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერგეი კოპირკინი. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

აღინიშნა, რომ მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხეთ-რუსეთის მოკავშირეთა თანამშრომლობის დინამიკას, პოლიტიკურ დიალოგს და თავდაცვის სფეროში არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას.

„სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის როლს და ძალისხმევას სომხეთის, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის დებულებების შესრულებაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას და არცახში სამშვიდობო მისიის ეფექტურობას”, – ნათქვამია ცნობაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მთიან ყარაბაღში ლტოლვილთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი რუსეთის უწყებათაშორისი ჰუმანიტარული ცენტრის მუშაობაზე,  სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, დაღუპულთა, ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძებნაზე და სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button