პოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მიიღო სომხეთში აშშ-ს ელჩი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიანიანმა მიიღო სომხეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლინ ტრეისი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა ტრეისიმ მიულოცა ვაღარშაკ ჰარუთინიანს თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავება და წარმატებები უსურვა.

აშშ-ს ელჩის თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მიღწეული შეთანხმებების შესრულება. პრიორიტეტად გამოიკვეთა ტყვეების დაბრუნების, უგზოუკვლოდ დაკარგულა ძებნისა  და მსხვერპლთა ცხედრების გაცვლის საკითხი.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციების ანალიზი და ნაკლოვანებების შეფასება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურული, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, ტაქტიკა და ასევე საკანონმდებლო ცვლილებები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის ახალი სტიმულირების შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი დისკუსიების შემდეგ  მხარეთა პრიორიტეტული ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყება თანამშრომლობის ახალი სფეროები და მიმართულებები.  

ნახეთ მეტი
Back to top button