მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ვიცე-პრემიერი შეხვდა რუსეთის ელჩს: განიხილეს ტყვეების დაბრუნების საკითხი

სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინინმა   მიიღო სომხეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი კოპირკინი. სომხეთის მთავრობის განცხადებით, ავინინმა მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს არცახში  საომარი მოქმედებების შეწყვეტის გამო.  

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ტყვეთა  გაცვლის პროცესთან დაკავშირებული საკითხები. შეეხნენ დაკარგული პირებისა და დაღუპულთა  ცხედრების ძებნის თემას.  ვიცე პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში დგას, ყველაფერი კეთდება პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებისთვის.

„ავინიანმა განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესში სომხური მხარე სთავაზობს პრინციპს – „ყველა ყველაზე“. გარდა ამისა, ის გამოდის წინადადებით, შეიქმნას მექანიზმი, რომლის მიხედვითაც თუ ერთ-ერთ მხარეს აღმოაჩნდება ახალი ტყვეები, ისინი დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დააბრუნოს“, – ნათქვამია სომხეთის ვიცე-პრემიერის ოფისის განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ტყვეების, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ცხედრების დაბრუნების პრობლემა რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრშია. კოპირკინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებების ყოვლისმომცველ იმპლემენტაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.



ვიცე პრემიერ მინისტრმა ტიგრან ავინიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა რუსეთის მიერ არცახის მოსახლეობისათვის გაწეულ ჰუმანიტარულ   დახმარებას. ასევე ხაზი გაუსვა  არცახში  საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებლად შესვლის აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button