
სომხეთის მთავრობა სრულად მოხსნის ქვეყანაში საომარი მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი.
„ცოტა ხნის შემდეგ გამოქვეყნდება სომხეთის მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის No1917-გადაწყვეტილება, რომელიც ხსნის აკრძალვებს აქციებზე, გაფიცვებზე, საპროტესტო მიტინგებზე, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე, პუბლიკაციებზე და გადაცემებზე”, – წერს ის Facebook- ის მის გვერდზე.