მთავარიპოლიტიკა

საერთო ჯამში, 27000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაბრუნდა არცახში

რუსი სამშვიდობოების დახმარებით, 27000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაბრუნდა არცახში, გაუვნებელყოფილია 1100-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება. ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

”მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა განაგრძობს სომხეთის ტერიტორიიდან დაბრუნებას. ერთ დღეში 1168 ადამიანი დაბრუნდა. 27 000-ზე მეტი ლტოლვილი უკვე დაბრუნდა თავის ყოფილ სახლებში რუსი სამშვიდობოების დახმარებით”, – აღნიშნა კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებულია კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსმა გამნაღმველებმა ერთ დღეში გაწმინდეს ოთხ ჰექტარზე მეტი მიწა და 1 კილომეტრი გზა, გააუვნებელყვეს 17-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

”38 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, 12 კმ-ზე მეტი გზა, 117 სახლი და სოციალური ობიექტი შემოწმდა მთიანი ყარაბაღის საინჟინრო დანაყოფების მიერ, იქნა ნაპოვნი და განეიტრალებული 1100-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება”, – დასძინა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button