პოლიტიკა

აზერბაიჯანმა თურქეთიდან 256 მილიონი დოლარის იარაღი შეიძინა

აზერბაიჯანმა 2020 წელს იანვრიდან ნოემბრამდე   თურქეთიდან 256 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი და სამხედრო ტექნიკა შეიძინა.

როგორც იუწყება “არმენპრესი” თურქულ Yeni Shafak სააგენტოზე დაყრდნობით, ბოლო 11 თვის განმავლობაში თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღის ექსპორტი 600% -ით გაიზარდა. აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ომის დროს აქტიურად იყენებდა თურქეთიდან შემოტანილ იარაღს და სამხედრო ტექნიკას

Yeni Şafak-ის აზრით, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტებმა, რომლებიც აზერბაიჯანმა აქტიურად გამოიყენა, მიიპყრო მსოფლიო ყურადღება. მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ  “დაუკაკუნა თურქეთს კარზე” ადგილობრივი და ეროვნული რესურსებით წარმოებული საქონლის შესაძენად.

ნახეთ მეტი
Back to top button