მთავარიპოლიტიკა

არა აივაზიანმა აღნიშნა 4 ნაბიჯი კონფლიქტის მოგვარების მისაღწევად

საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუ რა უნდა გაკეთდეს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების და რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული შეტყობინების თანახმად, აივაზიანმა აღნიშნა 4 მიმართულება:

  • არცახის  სტატუსი ემყარება თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციას, არცახის მოსახლეობის უსაფრთხოებას;
  • აზერბაიჯანის მიერ არცახის ტერიტორიების დეოკუპაცია;
  • ამ ბოლო დროს გასახლებულების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში;
  • სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

„ ყველა ყველაზე”პრინციპით, სამხედრო ტყვეების და სხვა მძევლების დაუყოვნებელი, უპირობო გაცვლა და ნეშტების დაბრუნება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.  9 ნოემბრის სამმხრივი მემორანდუმით გათვალსიწინებული არ არის  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური მოგვარება. ”სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება შეუძლია მხოლოდ პოლიტიკურ მოლაპარაკებას, რომელიც პატივს სცემს ყველას უფლებებს”, – თქვა აივაზიანმა.

მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად თურქეთმა უარი უნდა თქვას დესტაბილიზაციის პოლიტიკაზე და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება დაძაბულობა გააძლიეროს. აივაზიანმა აღნიშნა, რომ დადებითად შეაფასა დღეს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც “კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ერთობას” და მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გადაწყვეტილებას.

ნახეთ მეტი
Back to top button