
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა, ალბანეთში, ტირანაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა თურქეთზე, რომ მთიანი ყარაბაღიდან გაიყვანოს დაქირავებულები .
”ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, გააგრძელონ ზეწოლა თურქეთზე, რომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, მასთან დაკავშირებულ ტერორისტულ ჯგუფებთან ერთად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან სამხრეთ კავკასიაში. ჯერჯერობით არ არსებობს სიგნალი იმის შესახებ, რომ უცხოელი მებრძოლები კონფლიქტის ზონიდან გაიყვანეს. პირიქით, არსებობს სანდო ინფორმაცია აზერბაიჯანის გეგმების შესახებ, რომ გაფართოვდეს ტერორისტთა და დაქირავებულთა გავრცელების გეოგრაფიის გაფართოება და მათი დასახლება არცახის ოკუპირებულ რეგიონებში”, – აღნიშნა აივაზიანმა.
მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი მოგვარება უნდა მოხდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების გზით, რომელიც წარმოადგენს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მანდატის მქონე ერთადერთ მექანიზმს.