
მთიანი ყარაბაღის საკითხით მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, სიტუაციის სრული მოგვარების მიზნით. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ედი რამამ, რომელმაც გახსნა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 27-ე სესია, იუწყება TASS.
”ბედნიერი ვარ, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყდა. დროა შეასრულოთ შესაბამისი ვალდებულებები. მე სრულად ვუჭერ მხარს მოლაპარაკებების პროცესის განახლებას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით. შინაარსობრივი მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს”, – აღნიშნა მან.