მთავარიპოლიტიკა

ლავროვმა ეუთოს მოუწოდა აქტივობა გამოიჩინოს ყარაბაღის მოგვარების საკითხში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალის მონაწილეებისადმი მიმართულ ვიდეო გზავნილში აღნიშნა, რომ რუსეთი ელოდება ეუთოს წევრი ქვეყნების უფრო აქტიურ მხარდაჭერას ყარაბაღის შესახებ სამმხრივ განცხადებისთვის, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.

”ეუთო-ს ტერიტორიაზე კრიზისული სიტუაციების მოგვარების შესახებ მიღწეულმა შეთანხმებებმა წევრი ქვეყნების მხრიდან მეტი დახმარება უნდა მიიღონ, რაც ხელს შეუწყობს მათ განხორციელებას. ჩვენ ამას ველით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენ ყველანაირად გავაგრძელებთ. ჩვენ ვაფასებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარის ურთიერთთანამშრომლობას”, – აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button