მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღება საფრანგეთის მტკიცე პროტესტის ხმის სიმბოლოა. ნაღდალიანი

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი შეეხო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ  მთიანი ყარაბაღის აღიარების აუცილებლობის შესახებ რეზოლუციას და მიესალმა ამ ნაბიჯს.

გასულ კვირას, საფრანგეთის სენატმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია.

”საფრანგეთის პარლამენტის, როგორც ქვედა, ასევე ზედა პალატების ეს ერთობლივი პოზიცია განასახიერებს ფრანგების გადამწყვეტი პროტესტის ხმას. პროტესტის ხმა მიმართულია ეთნიკური წმენდისა და გენოციდული აგრესიის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს არცახის ხალხის წინააღმდეგ თურქეთისა და ტერორისტი დაქირავებულების დახმარებით”, – ნათქვამია ნაღდალიანის კომენტარებში.

იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში ასევე ნახსენებია არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აზერბაიჯანის მიერ სამხედრო გზით სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და მთიანი ყარაბაღში თურქეთის მხარდაჭერით ტერორისტული დაჯგუფებების და დაქირავებულების განთავსების ფაქტები.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ასევე მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადადგმულ მსგავს ნაბიჯებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო და სამართლიანი მოგვარების სასარგებლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში. ეს ნაბიჯები ასევე ემსახურება არცახის სტატუსის აღიარებას თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე, რომელიც დღეს გახდა ერთ-ერთი მთავარი არცახის სომხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ საფრანგეთის ელჩი ბაქოში ზაქარი გროსი დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნახეთ მეტი
Back to top button