მთავარიპოლიტიკა

მე, ლავროვი და ბიგანი ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე. ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი, მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი და აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი აპირებენ გააგრძელონ მუშაობა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ეს განცხადება ლე დრიანმა გააკეთა ტირანაში ეუთოს მინისტრების საბჭოს სხდომაზე.

მან დასძინა, რომ საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მონაწილეობს მოლაპარაკებების პროცესში თავის რუს და ამერიკელ პარტნიორებთან, მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ამგვარი შეთანხმების მიღწევის საერთო განზრახვას ეუთოს მანდატის შესაბამისად”, – აღნიშნა ლე დრიანმა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის წარმომადგენლებმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფმა უნდა გააგრძელოს მუშაობა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button