4 დეკემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა — 38

4 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 2 336, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 126 904-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში — 1 959;
- აჭარაში — 483;
- იმერეთში— 980;
- ქვემო ქართლში — 296;
- შიდა ქართლში — 222;
- გურიაში — 122;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში — 408;
- კახეთში — 335;
- მცხეთა-მთიანეთში — 130;
- სამცხე-ჯავახეთში — 114;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში — 491, აჭარაში — 155, იმერეთში — 247. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან, თბილისში 214, აჭარაში — 117, იმერეთში — 45.
3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 1 241 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი.