შენობა, სადაც დღეს არის თბილისის სამხატვრო აკადემია, აშენებულია 150 წლის წინათ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინდელი ქალაქის მერის ვარდან არშაკუნის მიერ. მას სურდა სპარსელი მთავრების მსგავსად სასახლის აშენება და ამისთვის არც ძალა დაზოგა და არც საშუალება. საბოლოოდ ააშენა უზარმაზარი შენობა, რომელსაც დღემდე „არშაკუნის სასახლეს ” უწოდებენ.
”არშაკუნის სასახლე “ სამართლიანად ითვლება მსოფლიოში არქიტექტურის შედევრად. იგი შეიქმნა იდეით, რომ აგებულიყო სასახლე სპარსეთის მთავრების სასახლეთა მსგავსად. არშაკუნმა არ დაზოგა ფული სახლის მშენებლობისთვის და მოიწვია ოსტატები სპარსეთიდან და ევროპიდან. ამიტომ შენობას აქვს როგორც კლასიციზმისა და ბაროკოს, ასევე აღმოსავლეთის არქიტექტურის ელემენტები. მის აშენებას და ფორმირებას დიდი დრო დასჭირდა.
არშაკუნის წარმოსახვით უნდა აეშენებინა ოცნების სახლი, ზღაპრული სასახლე, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ორი დარბაზი – ბროლის და სარკის (ბროლის კედლები, სარკეებიანი ჭერი, მარგალიტის შადრევნები). არშაკუნიმ კიბის მოსაპირკეთებლად მარმარილო იტალიიდან ჩამოატანინა. თუმცა იგი სწორედ ამ კიბის მონტაჟის დროს გარდაიცვალა და ვერ შესძლო დასრულებული სახით ენახა სახლი.
მასპინძელი აღნიშნავს, რომ ციხე შიგნიდან არის გაფორმებული “ათას ერთი ღამის” ზღაპრის მოტივებით. ტერიტორია დაყოფილი იყო დარბაზებად, თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა: ერთი გათვლილი იყო თეატრისთვის, მეორე – მიღებებისთვის, მესამე – ქორწილებისთვის და ა.შ.
არშაკუნის გარდაცვალების შემდეგ, 1862-1886 წლებში, სასახლეში მდებარეობდა “თბილისის მხატვრული კლუბი”, ხოლო 1900-იანი წლებიდან ქალთა უმაღლესი კურსები. სახვითი ხელოვნების აკადემია აქ 1922 წლიდან მოღვაწეობს.
გასულ საუკუნეში შენობა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მისი რეკონსტრუქცია მოხდა ამ რამდენიმე წლის წინათ. დაახლოებით 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება რეკონსტრუქციაზე, ხოლო 1 მილიონი შენობის ტექნიკური აღჭურვისთვის. ძეგლის კომპლექსური კვლევისა და პროექტის ხარჯი, 250 000 ლარი, სამხატვრო აკადემიამ თავად გაიღო.
რესტავრაციისა მრავალი საინტერესო რამ აღმოჩნდა, მაგალითად, დიდი საგამოფენო დარბაზის კედელში ჩამალული საცალფეხო საიდუმლო კიბე, რომელიც სხვენს უკავშირდება. ერთ-ერთი სარკეებიანი დარბაზის მოხატულობის მიღმა კი სხვა ნახატი იმალებოდა, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და ხასხასა ფერებითაა შემონახული.
ვარაუდობენ, რომ ფანჯრის ჩარჩოს დეკორზე, მედალიონში გამოსახული მამაკაცი თავად არშაკუნი უნდა იყოს.