
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა Facebook- ზე გამოაქვეყნა ფოტოები და თქვა, რომ ექიმების აზრით, ადამიანების უმეტესობა, რომლებმაც ომის პირველივე დღის განმავლობაში სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს, განსხვავდებოდა იმ შემთხვევებისგან, რაც მათ პრაქტიკაში ადრე ჰქონდათ.
”დღეს, ჩვენს დამხმარე ექიმთან და ადვოკატებთან ერთად, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში მოვიპოვეთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური ელემენტების შემცველი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ახალი მტკიცებულებები (შესაძლოა თეთრი ფოსფორი). კვლევები სპეციალური მოწყობილობების დახმარებით ჩავატარეთ.
დაფიქსირებული ფაქტები ამყარებს ამ ვარაუდს. ექიმების დასკვნით, სამხედრო მოსამსახურეების დაზიანებები და შეშუპებები (განსაკუთრებით ზეა კიდურების) დიდხანს გრძელდება, დამწვრობით გამოწვეული ჭრილობები ადგილ-ადგილ ღრმად არის, ნაცრისფერი კიდეებით, ზოგჯერ სისხლდენით, ძნელად სამკურნალო.
აღინიშნება კალციუმის და ჰემოგლობინის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალციემია), აღინიშნება ღვიძლის და ელენთის ზომის ზრდა (ჰეპატოსპლენომეგალია).
ექიმი სპეციალისტების აზრით, გამოყენებული იარაღიდან გამოყოფილი ნივთიერებების სასუნთქი გზებით სხეულში მოხვედრისას, შინაგანი ორგანოები ზიანდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მოშლა, სიკვდილიც კი.
ექიმების აზრით, ადამიანთა უმეტესობა, რომლებმაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს ომის პირველივე დღეებიდან, განსხვავდებოდა იმ შემთხვევებისგან, რაც მათ ადრე ჰქონდათ პრაქტიკაში.
ვიზიტის დროს გაიმართა დისკუსიები სამედიცინო პერსონალთან, პირადი საუბრები დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.
ზემოთ ჩამოთვლილი და ყველა სხვა ფაქტი დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატში, ჩატარდება დამატებითი პროფესიული შესწავლა და შედეგების მიხედვით, გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები.
ეს ჩანაწერები შესაძლებელი გახდა დამწვრობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო პერსონალის მაღალხარისხოვანი პროფესიონალური შერჩევისა და კეთილსინდისიერი დოკუმენტირებით. ცენტრის მენეჯმენტთან და სამედიცინო პერსონალთან ჩვენი ერთობლივი მუშაობა იქნება უწყვეტი”.