
არცახის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიანიანი კვლავ შეხვდა დაკარგული სამხედროების და ტყვეების, სამოქალაქო პირების ახლობლების ჯგუფს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა არცახში სამშვიდობო მისიით რუსული ჯარების მეთაური რუსტამ მურადოვი. „
გულწრფელი მადლიერება მინდა მოვუხადო გენერალ მურადოვს, რომელიც პირადად ჩავიდა აზერბაიჯანში, ადგილზე შეხვდა ჩვენს რამდენიმე სამხედრო ტყვეს, მოგვაწოდა მათი სახელები და გვარები, ხოლო მათი ცოცხლად ყოფნის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ამჟამად გადაეცემა ნათესავებს.
მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანმა დღემდე დაადასტურა ჩვენს უდავო მტკიცებულებებში არსებულზე ნაკლები დაკავებული პირების ჩამონათვალი. ”მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ვიპოვოთ ყველა ტყვე და დაზარალებულთა ცხედრები და რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ ისინი”, – წერს არაიკ ჰარუთიუნიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.