მთავარიპოლიტიკა

დეკემბრის თვიდან რუსეთიდან შესაძლებელი გახდება არცახში გაფრენა

არცახისა და რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საჰაერო კომუნიკაციის საკითხს. პირველი თვითმფრინავები რუსეთიდან სტეპანაკერტის აეროპორტში შეიძლება დეკემბრის თვეში დაეშვას. ამის შესახებ ინფორმაციას RIA Novosti ავრცელებს, არცახის  ადმინისტრაციულ წყაროებზე  დაყრდნობით.

”ორივე მხარე, ჩვენ და რუსეთი , ვცდილობთ ამის განხორციელებაზე“,  – თქვა სააგენტოს წარმომადგენელმა და უპასუხა რა  კითხვას წლის ბოლოს სტეპანაკერტის აეროპორტში მუშაობის განახლების შესახებ, – სხვა წყაროებიც ადასტურებენ  ამ პროგრამების ნამდვილობას. ალბათ ამ თვეში ვნახავთ, როგორ დაეშვება პირველი რუსული თვითმფრინავები მთიან ყარაბაღში.  აეროპორტი სამგზავრო ფრენებს მოემსახურება არა მხოლოდ მოსკოვიდან, არამედ რუსეთის სხვა რეგიონებიდანაც”.

ნახეთ მეტი
Back to top button