მიღწეულია გარკვეული პროგრესი მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის მოლაპარაკებების აღდგენის მხრივ. ამის შესახებ თავის ვიდეო გზავნილში აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მიუთითა რა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებაზე, სადაც ყურადღებაა გამახვილებული ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ერთობლივი მუშაობის სურვილი და სრული მოლაპარაკებების აღდგენა. ეს არის 9 ნოემბრის მემორანდუმში ცეცხლის შეწყვეტის გამყარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ამ გზით ჯარისკაცების სამსახური უფრო უსაფრთხო გახდება. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად საზღვარზე დაძაბულობა მოხსნილია. ამ დროისთვის მთავრობა ძირითადად ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფით არის დაკავებული.
”რა თქმა უნდა, არსებობს მძიმე საკითხები, არის მძიმე სიტუაციები, მაგრამ გლობალური კითხვაა, რის გაკეთებს ვაპირებთ, უნდა დავთმოთ და მოვიხაროთ ამ სიმძიმის ქვეშ? არა, ჩვენ ვცდილობთ ღირსეულად დავძლიოთ ეს ყველაფერი, ეს სიძნელეები უნდა გადავლახოთ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ დანაკარგის სიმძიმე გადაულახავია. ჩვენ ისინი უნდა ვატაროთ ჩვენს გულებში და უფრო განვამტკიცოთ სიცოცხლისა და გამარჯვების ნება ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.