მთავარიპოლიტიკა

პანიკაში ჩავარდნა საჭირო არ არის: ფაშინიანი საზღვარზე მიმდინარე პროცესების შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავის ვიდეო გზავნილში შეეხო სომხეთის საზღვრებზე მიმდინარე პროცესებს.

”ჩვენი შეიარაღებული ძალების განლაგება ხდება სომხეთის საზღვრის გასწვრივ. ამ შემთხვევაში ჩვენ სომხეთზე ვსაუბრობთ. ცალკე საკითხია არცახი. რა თქმა უნდა, ჩვენს საზღვარზე მიმდინარე ეს პროცესები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ხალხის აღქმაში. არსებობს სხვადასხვა პრაქტიკული პრობლემებიც, მაგრამ ეს პრობლემები გადაუჭრელი არ არის და ჩვენ ვმუშაობთ მათ მოგვარებაზე”, – აღნიშნა ფაშინიანმა და მოუწოდა პანიკაში არ ჩავარდნენ ამასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონტაქტის ახალი ხაზი უნდა გახდეს საზღვარი და არა ფრონტის ხაზი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ საბრძოლო მორიგეობის შესრულების მიზნით, 27 ნოემბერს სომხეთის  და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ადგილი ჰქონდა დროებითი სამხედრო ბაზების განლაგების წერტილების დაზუსტებას. სახელმწიფო საზღვრის ხაზის დელიმიტაცია და დემარკაცია არის ხანგრძლივი, კომპლექსური პროცესები, რომლებიც ხორციელდება ერთობლივი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების მიერ.

სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია ხორციელდება სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების გზით, რის შედეგადაც ხდება შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერა.

ნახეთ მეტი
Back to top button